გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!
და თუ არ გახსოვს,
თუ ვეღარ ამჩნევ მამის ნამყენს და დედის ნაქსოვს,
თუ დაგავიწყდა იმ ჩუქურთმის იმ ხატის ფასი,
თუ გააჩუქე წინაპრების პლოსტიც და ფლასიც –
რიღასთვის იხვეჭ მოსაღვეწელს, რიღასთვის ზრუნავ,
ან ოქრო ვერცხლით ვისთვის ივსებ ბუდეს და ბუნაგს,
ან რატომ უქშევ შენს ვენახში ჩაფრენილ ჩიტებს,
ანდა „სამოთხის გასაღები“ და „სულის კლიტე“
რაღად გჭირდება! –
ცეცხლს მიეცი წყალს გაატანე,
რომ ბედნიერი იყო მარად, როგორც ტანტალე…