უკან: ოთარ ჭილაძე

ღამე ალაზნის ველზე

9 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ნაღვერდლების ჭიატით –
ნაპურალი იწვის.
და დგას მძაფრი სურნელი
კვამლისა და მიწის.
და კრუხივით მზრუნველი,
პირქუში და ზვიადი –
ზურგზე ისვამს წყვდიადი
მთვარეს, როგორც წიწილს.