უკან: ოთარ ჭილაძე

ფრთამოტეხილი ფრინველის მსგავსად ..

110 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ფრთამოტეხილი ფრინველის მსგავსად,
ეშვება ზამთრის მწუხარე ფარდა.
უკვე დაეშვა. ად სახლის გარდა,
თუ წასასვლელი არა გაქვს არსად,
სახლიც ციხეა, სადაც უაზრო
ნებაყოფლობით ზის პატიმარი...
შორიდან ისმის ოხვრა მდინარის,
გაგლეჯილია გული შუაზე...

ოთარ ჭილაძე