ყრუდ, საიდუმლოდ ფეთქავს ჰაერი
და გაუკვალავ მზეში ჩაფლული
და დაბზარული ათასნაირად –
საცაა უნდა გატყდეს ზაფხული.
(ჩვენ ერთად ყოფნა არ გვიწერია,
მოგონებებში ვართ ჩამარხული).
გაყვითლებია ალვას კენწერო –
საცაა უნდა გატყდეს ზაფხული.
დაეჭვებული და დაძაბული,
დროც მტრად ქცეულა, გვერდზე ჩავლილი.
ცხელი ჰაერის თრთიან ჭავლები –
საცაა უნდა გატყდეს საფხული.