უკან: ოთარ ჭილაძე

სიტყვა

6 ნახვა  •  1 წთ კითხვა
არც სიზმარია... სიზმარსაც არ ჰგავს -
წყალი ხელებში მიშრება მწყურვალს
და მესმის, ვხედავ, ვხვდები, რომ ვკარგავ,
რასაც სიბრმავით მიაგნო სულმა.
და შეხიზნული ფიქრსა და წყვდიადს,
ფიქრის, წყვდიადის გულივით ფეთქავს
სიტყვა -
რომელსაც უფალი ჰქვია,
რომელიც დღემდე ვერავინ ვერ თქვა.