უკან: ოთარ ჭილაძე

თითქოს რიკულები სახლის ნეკნებია ..

5 ნახვა  •  1 წთ კითხვა
თითქოს რიკულები სახლის ნეკნებია,
სახლი, მოწყენილი, სადღაც იყურება.
სველი, ა წ ო წ ი ლ ი, მოდის ენკენის თვე,
სახლი, მოწყენილი, სადღაც იყურება.
ლამის ჩამოიღონ ზეცა წეროებმა,
სახლი, მოწყენილი, სადღაც იყურება.
ერთი ფოთოლიღა იბრძვის კენწეროზე,
სახლი, მოწყენილი, სადღაც იყურება.