LITERA
TURA
მთავარი
პოეზია
პროზა
ბლოგი
კონტაქტი
უკან:
ფრიდონ ხალვაში
აი, თენდება..
0 ნახვა •
1 წთ კითხვა
აი, თენდება,
ფიფქები ცვივა,
სახურავებზე
მტრედები სხედან
და ისევ ისე,
როგორაც წინათ,
მთელ ჩემს ცხოვრებას
თავიდან ვხედავ.
ასეა ყველა,
ასეა ყველა,
რომ უთენდება
ახალი დილა,
საქმეს,
საზრუნავს ალაგებს ხელად,
გუშინდელი კი
რატომღაც სტკივა.
რას ფიქრობთ ამ ნაშრომზე?
0
0
მადლობა შეფასებისთვის! ❤️