უკან: ფრიდონ ხალვაში

ახლა ამ ლექსმა მე მინდა გითხრას..

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ახლა ამ ლექსმა მე მინდა გითხრას, _
შენი თვალები ძალიან მიყვარს,
რომ აძალებენ შენი ბაგენი, _
მოდი, ამბორი შენი მაგემე.

ძლიერ ცუდია ეს ყველაფერი!
ეს ყველაფერი ძლიერ კარგია! _
ასე ყველაფერს რომ შევაბერდი
და ყველაფერი არ დამკარგვია.