უკან: ფრიდონ ხალვაში

ალიონი ნილოსზე

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ღამე ნაქლექი, როგორც პერანგი,
ბებერ ქალაქის მხრებზე იხევა.
უფრო ახალი და უფრო კარგი
დღე მობრძანდება, გული მიღელავს...
მოიზლაზნება მძიმე ნილოსი
ისევე, როგორც ძველად, ყოველთვის...
მე კი შევჩერდი სანაპიროზე,
როგორც მონა და როგორც პოეტი.