უკან: ფრიდონ ხალვაში

ბალახებისგან შემშურდა...

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ბალახებისგან შემშურდა
მაგ შენ კაბასთან ალერსი,
ხან, როგორც მთვარე ღრუბლებში,
შენ გამოჩნდები კარებში.

შენ ჩემი მთების ნისლი ხარ,
მისი იაც და იელიც,
ყველაზე უფრო ნაზი და
ყველაზე უფრო ძლიერიც.