უკან: ფრიდონ ხალვაში

ძველ სურათებს, ძველ ფოტოებს..

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ძველ სურათებს, ძველ ფოტოებს
გადავხედავ ჩუმი სევდით,
იმ დღეებმა მიმატოვეს,
მაგრამ, აი, ისევ შევხვდი.

მე და იმ ჩემს სიყმაწვილეს
მოგვეწონა ერთმანეთი,
სიყმაწვილე მიმაცილებს,
სიყმაწვილეს შევაბერდი.