უკან: ფრიდონ ხალვაში

ეჰ, ძვირფასო გზებო ..

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ვუცქერ უცნობ და
თანაც ნაცნობ ქალს
უკვე ბებერს, -
პირველ სიყვარულს და პირველ ვნებებს,
მრავალზე მრავალ წლების იქით
უხმოდ შთენილებს.

ღელვების ღელეს
შუბლ-ლოყებზე ჩამორბენილებს,
საით ვიარეთ, სად მოვედით,
რაღაა აწი? -
თვალებით თვალებს ვეკითხებით
ქალი და კაცი.