ასე გენდობი შენც, პოეზიავ.
ყველაზე მეტად მიწას ვენდობი,
ასე გენდობი შენც, პოეზიავ.
ნამდვილ სიყვარულს ვინ არ ენდობა,
ასე გენდობი შენც, პოეზიავ.
სამშობლოს ბედით თუ უბედობით
კალამი ხანჯლად მომილესია.
გული იძახის: მინდა, გავბედო,
ვუწოდო თვითონ სისხლს პოეზია.
ყველა შერისხვის, ყველა შენდობის
ფერფლი მხურვალე შუბლზე სთესია.
როგორც სიცოცხლის ღელვას ვენდობი,
ასე გენდობი შენც, პოეზიავ!