კარგი ხარ, მკერდზე გაზის ვარდები,
ამ გულს კი არა, ამის გარეშე
ვიცი, მიწასაც გაუხარდები.
შენკენ მოვდივარ,
შენკენ მოვრბივარ,
შენკენ მოვცურავ, შენკენ ვისწრაფვი,
წარბები ფრთებგაშლილი ორბია,
თმები _ ნაპირზე შლილი ზღვის ქაფი.
შენ გელოდები შინ თუ შორეთში,
დაუვიწყარო რწმენის ნიშანო,
ცილისწამებამ, ეჭვმა, ჭორებმა
მე შენი მოსვლა ვერ დამიშალოს.