უკან: ფრიდონ ხალვაში

იმედს ვიგულებ დღემუდამ მცველად..

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
იმედს ვიგულებ დღემუდამ მცველად,
დღეს მას ყველაზე მეტად ვეძახი,
საქართველოში ყოველთვის, ყველგან
ხარობს იმედი, როგორც ვენახი.
ეჰ, ძმებო, რამდენ მპყრობელს ვერკინეთ,
ბოლოს იმედის დროსთან მივედით,
დიდხანს და დიდხანს ალბათ ჯერ კიდევ,
უნდა იმედის ვიყოთ იმედით.