უკან: ფრიდონ ხალვაში

ისევ მოვედი..

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ისევ მოვედი,
თუმცა არ მელი...
ალბათ შენც მეტყვი,
ოდეს მოვალო,
მესხივებიან
შენი თვალები
სათვალეების მქრქალი
ოვალით
და სულ სხვა ხევი,
გულში ჩაიხვევს
ჩვენი ჩურჩულის
ფერად ჩანჩქერებს...
და ფოთლებივით
ქარი წაიღებს
ჩვენთა ღიმილთა
ლამაზ ნარჩენებს...