უკან: ფრიდონ ხალვაში

ქარმა რომ ფაცხა დამინგრიოს..

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ქარმა რომ ფაცხა დამინგრიოს,
არ გავჯავრდები,
წყალმა რომ ყანა დამიღვაროს,
არ გავჯავრდები;
ბუნებისაგან ვით გეწყინება?
კაცის კი ერთი გონჯად თქმული
თან გეწყინება,
თან გეტკინება.