უკან: ფრიდონ ხალვაში

მადლი ჩვენი სიმღერისა..

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
მადლი ჩვენი სიმღერისა,
რითმისა, ნახატისა,
რაგინდ მაღალი შუქით
ნაქსოვი იყოს,
რჩება უდაბნოსა
შიგან ღაღადისად,
თუ გულისა თავისა
არარა იხმოს.