უკან: ფრიდონ ხალვაში

მამის საფლავი

103 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ქვაც დახეთქილა,
როგორც შენი ხელისგულები
და ეწრის ფესვებს
ნაკვალევი წაულეკია.
გასწორებულა ყველაფერი,
გახამებულა,
შეხორცებია მიწას მიწა,
როგორც ჭრილობა.
ცოცხალი იყავ, ყველასათვის
იყავ მალამო
და სიკვდილითაც მოარჩინე
მიწის იარა.

ფრიდონ ხალვაში