უკან: ფრიდონ ხალვაში

მე შენ მიყვარდი, გამეპარა დრო..

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
მე შენ მიყვარდი, გამეპარა დრო...
საოცრებაა, _ კვლავ გელოდები!
შემოდგომაა, სიწყნარეა, თოვს,
ხან ქარი მწვანე ფოთოლს მოდენის...
ფოთოლი, შენი ხელის ძარღვებით
მიმოქსოვილი, მეცემა გულზე
და ამ გრძელ ფოთოლს ისე ვკითხულობ,
როგორც მაგ ხელით დაწერილ ფურცელს.