უკან: ფრიდონ ხალვაში

მიყვარს სიცოცხლე..

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
მიყვარს სიცოცხლე,
მინდა სიცოცხლე,
ვაქებ სიცოცხლეს,
ხვალე, ხინოში
გინდა ციოდეს,
მაინც ვილოცებ.
ქვა, _ ძველი ტაძრის ცივი ნანგრევი,
ჩემი წარსულის თბილი ძირია,
მძულხარ, სიკვდილო, _ დღეს საქართველოს
ჩემი სიცოცხლე ძლიერ სჭირია.