ხლებნიკოვოში, არყის ხეებში,
ჩვენ ჩიქოვანთან სიმონთან ერთად,
ვსვამდით მანავს და მაისი ეშხით
ლაპარაკობდა ლექსებით ღმერთთან.
გალაკტიონი ცოცხალი იყო,
გალაკტიონი ჯერ კიდევ წერდა,
მაგრამ რადგან ჯერ არ მომკვდარიყო,
ის მგოსან-ღმერთად ვერავინ ვერ თქვა.
ხოლო უცნობ ლექსს მისას, სიმონი
საკუთარივით ჩვენთვის ამბობდა,
ხმანი საწუხარ-სასიამონი
ქართულად რუსულ ცაში არბოდა.
შენ კი, ქვლივიძე, რუსეთის სიძე,
საქართველოში ყოფნას ნატრობდი,
ბაგეზე გეჯდა ლექსი მასპინძელს
და ჩუმი სევდით უფრო გვათრობდი.