მეც გავაგონე ჩემი მადლობა,
იმ დღის ღიმილებს, სიტყვებს და თემებს
შემოდგომის მზე ოქროდ ადნობდა.
თბილისს ფიქრიანს, ხშირად გულნატკენს,
ვეამეთ შვილნი მისი აჭარის,
თითქოს, რაც არის, შემოვუმატეთ
საქართველოდან ჩამონაჭარი.
ჭამა-სმად დასხდნენ ჩემიანები...
ძმის უშნო თქმულით ნაიარევმა
მე გარეთ, ძეგლთან ჩავიარე და
ხმა გავიგონე ბრძენის იგავად:
თუმცა ერის მზე თქვენზე ამომდის,
დანდობა არ მწადს სიმტყუანესი,
თუ რამ ბრალია უფრო ახლობლის _
მით უარესი!
შემოდგომა.
თბილისი