უკან: ფრიდონ ხალვაში

ნესვი დამწიფდა, ხურმა გაყვითლდა..

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ნესვი დამწიფდა, ხურმა გაყვითლდა
და შეითვალა საფერავები,
ბალმა მურაბის წვენში ჩაყვინთა,
თან გახელილი დარჩა თვალები.
გზაზე ფოთლები ქარმა არია,
გლეხები დინჯად ჩამოივლიან,
დადგები, სუნთქავ და გიხარია,
რომ ამ სოფელში ქარიც ტკბილია.