უკან: ფრიდონ ხალვაში

ფიქრი ზღვის პირას

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
გვერდჩამოტეხილ ჩვენს ქართულ ხმელეთს,
ხომ ხედავ, ძმაო, ზღვაც ბევრი ჰპარეს.
ამგვარი ფიქრი რომ ამაღელვებს,
გაშლილ რუკაზე დავაწყობ ხელებს
და გაქურდული ვაცეცებ თვალებს,
დავდგები მერე ზღვის პირას, გარეთ, _
ვითომ მოძალეს ვაჩერებ ქარებს.