უკან: ფრიდონ ხალვაში

რიზე

107 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ზღვასთანაა ჩაიხანა,
ლაზი ბიჭი ლავაშს გვითბობს,
სიცისფერე მისთა თვალთა
სამეგრელოს მოჰგავს თითქოს.

ჩემი ენის, ჩემი გენის,
ჩემი სისხლის მათბობს ცეცხლი
და მწამს, ჯავარს ერის ჩემის
ვერსად ვერვინ ვეღარ შეცვლის.

ფრიდონ ხალვაში