როგორ ლამაზად ითმენ რაღაცებს,
მსურს კალამს ვკითხო, კი არ ვიყვირო,
დღეს სიყვარულზე რატომ აღარ წერს?
სინათლევ, ალვავ, ბროლო, ალმასო,
დღეს მინდა შენით ლექსი ავავსო.
დღეის დღევ, გეტყვი (რაა სამალი):
სული იმგვარად ამყვავებია,
გრძნობს _ ქვეყანაზე არსად, არავინ,
კარგო, შენსავით არ ჰყვარებია.