უკან: ფრიდონ ხალვაში

როგორ ყვავილობს მიწა მორწყული..

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
როგორ ყვავილობს მიწა მორწყული,
ეს მაისია თუ ღვთის ლექსია?
ასე მგონია ამ ტყისპირებში
ფერად ფიქრებით მე თვით ვთესივარ;
ტყეს გახაზავენ შავად შაშვები,
თანაც გალობებს ერთურთს ესვრიან.