უკან: ფრიდონ ხალვაში

როცა ჯვარიდან ვუცქერდით მცხეთას..

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
სერგოს და ჯადოს
როცა ჯვარიდან ვუცქერდით მცხეთას
და მონასტერთან ჰქროდნენ მერცხლები,
შენ თქვი: მზის სხივი მაცვივა გულზე
და საქართველოს ცის ნაკვერცხლები.
როცა ჯვარიდან ვუმზერდით მცხეთას,
ცა წარსულივით იყო მოქუფრო,
გვესმოდა მიწის მდუღარე ფეთქვა
და ერთმანეთი გვიყვარდა უფრო.