უკან: ფრიდონ ხალვაში

როცა ტყემლებზე დაცვივდება აპრილის ფერფლი..

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
როცა ტყემლებზე დაცვივდება აპრილის ფერფლი
და თბილი ბინდი ხეებს ჩაძირავს,
მაშინ მე გეტრფი
და მოგიყვები საიდუმლოს ნაწილ-ნაწილად.
შენ გაიღიმებ, შემომხედავ ბავშვური თვალით,
ჰო, შენი მზერა მახარებს, კარგო,
მაგრამ მე ვდარდობ, რომ ცხოვრების
კეთილიც, ავიც
კი არ გაღელვებს, არამედ გართობს.