მე, სარფიანი სოფელი,
შუაში გაყოფილიც კი
ვარ მტრობის უარმყოფელი.
გაღმაც, სევდიან ქედებზე
ზაფხულს ისეთი ფერი აქვს,
ერთიმეორეს ეძებდეს
ორი ძმის ორი კერია.
ისევ და ისევ გულისმწველ
გალობას ისმენს ხმელეთი,
დანატრულ-დაკარგულისკენ
გაწვდილ-გამოწვდილ ხელებით.
დაე, შეერგოს სიამედ
მამულს ჩემი ხმა ლაზური,
მოყვრისთვის კარი ღიაა,
მტრისათვის გადარაზული.