უკან: ფრიდონ ხალვაში

შენ წახვალ, როგორც მიდის მრავალი..

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
შენ წახვალ, როგორც მიდის მრავალი,
მატარებელი გასცილდა მინდვრებს,
და მომაგონდი, შორს მიმავალი,
ქუჩები წყნარად რომ შეიბინდნენ.
მე გესაუბრე წასვლის წინ, ჩემო,
მაგრამ სათქმელი კვლავ დამრჩა ბევრი.
ოჰ, როგორ მინდა, რომ გავაჩერო
ხმელეთზე ყველა მატარებელი.