უკან: ფრიდონ ხალვაში

შენი ჭკუა

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
არ მინდოდა ცხოვრება ცარიელი, დუნე,
ბევრი მადლიერი მყავს,
ბევრიც მოვიმდურე.

როცა ერთმა შეგაქო, სხვას არ უნდა გაქოს, _
ზაქარიას მოსწონხარ, არ მოსწონხარ ზაქროს.

უცნაური კიბეა ამ ცხოვრების კიბე,
ზოგი ჭკუას გარიგებს,
ზოგი ჭკუას გიბნევს,
თუმცა ალბათ ასეა, სამართალი თუა, _
შველა თუა, გიშველის ისევ შენი ჭკუა.