უკან: ფრიდონ ხალვაში

შეყვარებული ვნახე ქედები..

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
შეყვარებული ვნახე ქედები,
ჩემი აქ ყოფნის
და ზრუნვა-მოვლის მოიმედენი.
მთელმა სიცოცხლემ წინ ჩამიქროლა
და ბალახიდან
ჩემი თვალებით შემხედა თქორმა.
ეს ნაღდი იყო, არა იგავი, _
ხე იდგა ჩუმი
და ხეში ვნახე, თვითონ ვიყავი _
იქით, კენჭებზე წყარო დიოდა
და ვგრძნობდი, ქვებზე
ხოხვით სხეული როგორ მტკიოდა.