უკან: ფრიდონ ხალვაში

სულ სადილაო მზე მაჩვენე..

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
სულ სადილაო მზე მაჩვენე,
სულ მსხმოიარე ხე მაჩვენე,
სულ გამოხსნილი ტყვე მაჩვენე
და ყველაფერზე დაგთანხმდები.

სულ გასავალი გზა მაჩვენე,
სულ აღსაზრდელი ყრმა მაჩვენე,
სულ სამშვიდობო ცა მაჩვენე
და აღაროდეს გავთავდები.