უკან: ფრიდონ ხალვაში

თოვლი ძევს თუ..

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
თოვლი ძევს თუ
თეთრი წიგნი
წასაკითხად მელოდება?
რა ამაოდ ვიძახოდი, _
ყველაფერი მეორდება.
ძევს ხანგრძლივი თოვლი მთებზე
და ქუჩებშიც, _ გადაგვრია.
მომავალი იმედები, _
ყვავილები სად არიან?
ძლივსძლივობით ვიგერიეთ
ქარბუქების შემოტევა.
თოვლი ძევს თუ თეთრი წიგნი
გადაშლილი მელოდება?