უკან: ფრიდონ ხალვაში

ცა აენთო, დღე გათენდა..

111 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ცა აენთო, დღე გათენდა,
მარტონი ვართ მე და ბედი,
ისმის ზარი მენაგვეთა
და რაფაზე ჯდება მტრედი.

ზღვიდან მოვა სუნი მლაშე,
ვიღებ კალამს, მინდა წერა,
ამ ცხოვრების სიგიჟმაჟეს
მოიხელთებს სიტყვა ძნელად.

ფრიდონ ხალვაში