უკან: ფრიდონ ხალვაში

წამი წამს მისდევს..

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
წამი წამს მისდევს
და ისხმება კრიალოსანი,
ზამთარი ზამთრობს, _
წელი არის დიდი მოსავლის.
თოვლში ყელამდე ვდგავარ და გთხოვ,
ცივო ზამთარო, _
შენ მაინც ცოდვილ ქვეყანაზე
იყავ მართალი!