უკან: ფრიდონ ხალვაში

თუმცა მესმოდა, როცა ამბობდნენ..

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
"გურჯუ კიზ" და "გურჯუ ოგლუ" ქუჩებია სტამბულში თუმცა მესმოდა, როცა ამბობდნენ
ვერ ვიჯერებდი მაინც გაგონილს,
ქართველი გოგოს ქუჩა სტამბოლში?!.
ქართველი ბიჭის ქუჩა სტამბულში?!.
გახვალ, შეგხვდება ორი ტყვე გურჯი _
გასაყიდელი თუ გაყიდული,
მიჰყვება ბოსფორს ის ორი ქუჩა,
ვით გოგო-ბიჭი ხელჩაკიდული.