უკან: ფრიდონ ხალვაში

ზეგნით..

0 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ზეგნით მოვალ, გზას ვუთხარი:
_ ვერ ველევი ამ ფერებს,
ბარის ჰავა მწყინს მხუთავი,
თანაც უფრო მაბერებს.

ვერ ვიყავი კახაბერი,
მაგრამ ვიკახაბერე,
ყველაფერის სიცოტავე
ყველაფერით ვაბევრე.