უკან: შოთა ნიშნიანიძე

ჩემი პირველი მეტაფორა

2 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ჯერაც სულ ბავშვმა
მზე აღდგომის კვერცხს შევადარე,
პწკარს მიჰყვა პწკარი–
მოფათქუნე ფრთებივით მერცხლის...

ღამით კი, როგორც მეტაფორა,
ელავდა მთვარე–
ნაჭუჭგაცლილი აღდგომის კვერცხი...

შოთა ნიშნიანიძე