კაცი, ყველაზე ბედნიერი და უბედურიც
რა დავაწყევლოთ,ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის სთქვას მადლობაც და საყვედურიც?!
პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი,
დავბადოთ კაცი მდიდარიო,მაგრამ მახინჯი...
წითელმა--ის სჯობს ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს,მაგრამ უღარიბესიც...
ბოლოს კი შავი ანგელოზი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:
"სასჯელი გინდათ?მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს,
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე.
უთუოდ მგოსნად და უთუოდ საქართველოში."
იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე,იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი.