უკან: შოთა ნიშნიანიძე

ნაადრევი ნაყოფი

2 ნახვა  •  1 წთ კითხვა
მწვანედ შეხირხლულ სხვა თუთებს შორის
მწიფე ნაყოფი დავლანდე შორით,

დაჰქროლა ქარმა, ჩამოაგდო, დაიგდო ფერხთით
და სადღაც მტვერში შეურია წიწილის საკენკს...

ნეტა ვიცოდე, რატომ დაჰყვა ასეთი ხვედრი,
რასაც ლტოლვა აქვს ნაადრევი სიმწიფისაკენ.

შოთა ნიშნიანიძე