ქართველმა კაცმა გალობაც კი ვაზს მიამგვანა.
დიახ, ვაზია ლხინის ღმერთი, ლხინის უფალი,
ჭირნახულის თუ ჭირვარამის ჭირისუფალი.
"ვაზო, შვილივით ნაზარდოო"... უთქვამს წინაპარს.
მირონი იცხო ვაზის ჯვრით და გზა გაილამპრა...
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სულო მფრაველო, ამ პატარა კურთხეულ ქვეყნის,
ისეთ საქართელოს მომასწარ კიდევ –
ბაზარში იდგეს ქართველი გლეხი
და ნამდვილ ღვინოს ყიდდეს...