უკან: შოთა ნიშნიანიძე

ო, სულო ტყისა ..

2 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ო, სულო ტყისა,
დედავ ხისა –
ფესვო და ყლორტო,
ნუ გაიზრდებით ნურასოდეს სახრჩობელებად,
ნურს ნურასოდეს დაითლებით საფლავის ჯვრებად,
ნურც ნურასოდეს ყავარჯნებად გაგთლიან…
ამინ!

შოთა ნიშნიანიძე