უკან: შოთა ნიშნიანიძე

ტაში

2 ნახვა  •  1 წთ კითხვა
მეფეებს–ტაში,
გმირებს–ტაში,
ჯალათებს–ტაში,
ტაში–კლოუნებს,
ტაში–მგოსნებს,
სპორტსმენებს–ტაში!

ბრძენმა, რომელიც ერტხელ შეცბა
იმასხრა ერთხელ––
–ტაშს თუ უკრავენ
წინასწარმეტყველს?

შოთა ნიშნიანიძე