გამოიხმო იდუმალ დედა მის ყმისა და უთხრა: თუცა ძისა შენისა სიცოცხლე გინებს, მითხარ, ვისგან გივის? ესე შაჰის ძე არ არის, მე ვსცანო.
პირველად ბევრი უარი ფიცა, მაგრამ, რა ღონე აღარ იყო, გაუმხილა და უთხრა: ქმარი ესე ჩემი უშვილო იყო და ნათესავი არა ჰყვა. მკვიდრი სხვასა რჩებოდა. ერთი მეწისქვილე ვიხელთე უაზრობისათვის და მისგან არისო.
აქიმმან რა ყველაყა შეიგნა, მამა-დედას აღარ აჩვენა; საგებელი გამოაცალა, მცირე ჩალა დაუფინა; მაზე დააწვინა, წამალი აღარ უყო. თუ რამ ითხოვის საჭმელად, აგინის და მცირედი ხმიადი მისცის.
თურე მამის აგებულება ჰქონდა და ძვირფასი წამალი არ იშვნია და ამით მორჩა, და მამა-დედას მთელი მიჰგვარა.