დაჰყვა ძე მეფისა.
გადვა რუქამ წანწალა. მოასხნა მგელი და თხა და ერთი ხორომი თივა მოიღეს.
მოვიდა ჯუმბერ, აიყვანა თხა, გაჰხდა ხიდსა და დასვა მუნ. გამოჰხდა, აიყვანა მგელი, გაჰხდა ხიდსა, მგელი მუნ დაუტევა და თხა ამიერ გამოიყვანა. თხა დასვა, თივა აიღო, გაჰხდა ხიდსა და თივა მგელთან დადვა. გამოჰხდა, თხა აიყვანა, გაიყვანა იგიცა იმიერ.