უხუცესი მოიპარევდის თავის ორმოდამა პურსა და ძმისაში ჩაყრიდის და იტყოდის: მე ღმერთმან ცოლი და შვილი მიბოძა, მომგებელნი მყვანან. მას ძმას არარა ჰყავს. ესე მისი იყოს და მან ჭამოს.
და იგი უმრწემესი ძმა მოიპარევდის თავისის ორმოდამ და უხუცესისაში ჩაჰყრიდის: მე მარტო ვარ და ჩემი სარჩო, სადაც მივალ, ადვილ არს; იგი, ძმა წვრილშვილ არს და მას უფროსი უნდება და მისი იყოს.
ეგრე დაჰყვეს ყოველნი დღენი და ღმერთმან ორთავ განუმრავლა ყოველი და არა მოაკლდა საზრდო მათ.
- მადლისა და კეთილის საქმე ღვთისაგან განმრავლდებისო.
უბრძანა მეფემან: მალვით არ მოეპარათ და ორმოში არ ჩაეყარათ, ცხადად მიეცათ, ვინ დაუშლიდაო?
გაეცინა შვილსაა და ეგრვ მოახსენა:
- კაცის გული ვიწროა და განაყოფი განაყოფის ქიშპი იქმნება და ცხადად სიკეთეს არ უზამს. მერე სამადლო საქმე მალვითა სჯობს და ღმერთიც უფროსად შეუწირავს: კაცმან შენზე სამსახური ქმნას, იკვეხდეს და ზვაობდეს - გეწყინება!