ერთი ცხენოსანი კაცი მოვიდოდა და ქალი ვინმე გავას უჯდა. მივიდენ მასთან. ამან ამისი ხარისა უთხრა, მან მისი ვირისა. თურე ის უფრო ყრუ იყო; ეგონა: დიაცს მართმევენო. ფიცი თქვა: ცოლი მომიკვდა და ეს მისი მოახლე არისო, სხვისას ნუ ჰგონებთო! ვერც ერთმა ვერა გაიგეს რა.
ყადთან წავიდნენ, ყველამ თავისი საჩივარი თქვეს. ყადი თურე სიბერით დაყრუებულიყო. რამაზანი იყო. ეს მოჩივარნი მთვარის გამოჩენის მოამბენი ეგონა. თქვა: რადგან მთვარე უნახავნ, ნაღარას კარითო! ვერც ერთმან ვერა გაიგეს რა.